სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების არჩევა

სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების არჩევა

2015 წლის 11 ივლისს, თბილისში, მართლმსაჯულების სახლში ჩატარდა საქართველოს მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენცია. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების არჩევა.

კონფერენციას ესწრებოდა 264 მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ: გიორგი ტყავაძე - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, შორენა ყაველაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, შალვა კაკაურიძე - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI