საერთაშორისო თანამშრომლობა

თანამშრომლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან” (EWMI-JILEP)

 

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" (EWMI-JILEP) პროექტთან, რომლის დაფინანსებითა და ხელშეწყობით პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები დისციპლინური სამართალწარმოების რეფორმის მხარდასაჭერად. ამ თანამშრომლობის ფარგლებში 2014 წლის 25 იანვარს ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში - არსებული პრაქტიკა და სამომავლო გამოწვევები”; 2014 წლის 19-28 მარტს პროექტის დაფინანსებით სადისციპლინო კოლეგიის წევრები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა ქცევის კოლეგიაში; 2014 წლის 26 ივლისს პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოების სხვა აქტუალური საკითები”, ხოლო ამავე პროექტის ხელშეწყობით დასრულდა სადისციპლინო კოლეგიის ვებგვერდზე მუშაობა.

„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი” (JILEP), 2010-1014, დაფინანსებული აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, განხორციელებული აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, მოიცავს 4 კომპონენტს: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, იურისტთა პროფესიული გაერთიანება, იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და კომერციული სამართლის განვითარება და შესაბამისი პრაქტიკის გაუმჯობესება.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI