სადისციპლინო კოლეგიის ბიუჯეტი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებისათვის, სადისციპლინო კოლეგიაში საქმიანობის გამო, სახელფასო სარგო დადგენილი არ არის.

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2013 წლის 16 ივნისის #17 დადგენილებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის ანაზღაურება განისაზღვრა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს 90%-ის ოდენობით.

სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, ასევე, საქმიანობის სხვა ხარჯი გათვალისწინებულია და გაიცემა საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2013 წლის 21 ივლისის №18 დადგენილებაში 2018 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცდა ცვლილება ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესში” რომლითაც განისაზღვრა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო და შეადგენს 1300 ლარს, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 1100 ლარს, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - 1000 ლარს.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI