სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე.
სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.
სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.
სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს კოლეგიის მოსამართლე წევრებისგან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია.
გიზო უბილავა
მოსამართლე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2024 წლის 24 მარტის N8 დადგენილებით სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრად ვრცლად
მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2024 წლის 24 მარტის N7 დადგენილებით სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრად ვრცლად
გიორგი გოგინაშვილი
მოსამართლე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია. არჩეული იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2022 წლის 23 ოქტომბრის N10 დადგენილებით სადიციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრად. ვრცლად