მისია

 

”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის თანახმად, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია.

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

  •  დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;
  • დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
  • მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;
  • მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;
  • მოსამართლის გამართლების შესახებ.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში მისი გასაჩივრების გზით.  

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI