Budget

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებისათვის, სადისციპლინო კოლეგიაში საქმიანობის გამო, სახელფასო სარგო არ არის დადგენილი.

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2013 წლის 16 ივნისის #17 დადგენილებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის ანაზღაურება განისაზღვრა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს 90%-ის ოდენობით და შეადგენს 3600 ლარს.

სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, ასევე, საქმიანობის სხვა ხარჯი გათვალისწინებულია და გაიცემა საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2013 წლის 21 ივლისის #18 დადგენილებით დამტკიცდა ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი”, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მრჩეველის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1000 ლარს, ხოლო სპეციალისტის - 800 ლარს.

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI