დაიბადა 1973 წლის 6 აგვისტოს დაბა გულრიფშში;
1990 წელს დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა;
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი;
1997-1999 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს გუდაუთის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგედ;
1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად;
2002-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად საკადრო საკითხებში, შემდეგ მინისტრის აპარატის უფროსად;
2003-2004 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
2004-2005 წლებში მუშაობდა სს ''საქჰიდროენერგომშენის'' ფილიალ ''ჰიდრომშენსერვისის'' იურისტად;
2005-2006 წლებში იყო ქ. გაგრის მერის მოადგილე, შემდგომ პირველი მოადგილე;
2005-2007 წლებში იყო სს ''საქჰიდროენერგომშენის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2007-2012 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2007-2008 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში;
2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე ასრულებდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
2008-2011 წლებში ახორციელებდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას;
2011-2012 წლებში მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში;
2012-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ;