დაიბადა 1980 წლის 10 აპრილს ქ. ზესტაფონში.
1996 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის #1 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის საერო-სასულიერო ლიცეუმი ,,ანაბასისი”.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2006-2009 წლებში მუშაობდა ამავე კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2010 წელს (აგვისტოდან ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2010-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.
2011 წლის მარტიდან ნოემბრამდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სენაკის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად იყო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად იყო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2012 წლის ივნისიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
ჰყავს მეუღლე.