ამირან ძაბუნიძე

ამირან ძაბუნიძე

დაიბადა 1975 წლის 23 იანვარს, ქ. ვილნიუსში;.

1991 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა;

1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის სპეციალობით;

2009-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდში იურისტის თანამდებობაზე;

2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად;

2003-2006 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა ,,მთაწმინდის ადვოკატურა~-ში ადვოკატად;

2006-2007 წლებში იყო ფონდ ,,ფინკა ინტერნეიშენალის~ საქართველოს ფილიალის ,,ფინკა საქართველოს~ იურისტი;

2007-2009 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე;

2011-2015 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გამწესდა სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ;

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI