ნიკოლოზ მარგველაშვილი

ნიკოლოზ მარგველაშვილი

დაიბადა 1985 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში;

2003 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის, მე-2 საშუალო სკოლა;

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა (ბაკალავრის ხარისხი);

2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა (მაგისტრის ხარისხი);

2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

2014 წელს გაიარა კურსი - ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში;

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტის თანამდებობაზე;

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე;

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე;

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსის თანამდებობაზე;

2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე;

2014-2015 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე;

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI