დაიბადა 1978 წლის 6 ივლისს, ქ. ლაგოდეხში.
1995 წელს დაამთავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომის საშუალო სკოლა. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ ''იბერიას'' იურიდიული ფაკულტეტი.
2002-2005 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
2005-2008 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე.
2008-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2009-2011 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2010-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში.
2012 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იყო დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლის ნოემბრიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2015 წლიდან არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.