ქეთევან ბექაური

ქეთევან ბექაური

დაბადა 1964 წლის 31 ივლისს ქ. თბილისში.

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – სამართალმცოდნე.

1989-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს თბილისის პოლიეთილენის სამმართველოს იურიდიულ კონსულტანტად.

1994-2001 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი.

2001-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჩუღურეთის რაიონის ადვოკატთა ბიუროს დირექტორი, ადვოკატი.

2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2009 წლიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

2010 წლიდან  2013 წლის 2 ოქტომბრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, განგრძობადი იურიდიული განათლების კომისიის წევრი, ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი.

2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირის გამგეობის წევრი.

2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს იურისტთა გაერთიანების გამგეობის წევრი.

2011 წლიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე იყო მედიაკავშირ “ობიექტივის” ჟურნალისტი,  გადაცემა „უფლებადამცველის საათი“-ს წამყვანი.

2013 წლის 14 მარტიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში (საქართველოს მთავარ პროკურატურაში) მოქმედი სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის  წევრი.

2013 წლის 24 აპრილიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე იყო ადვოკატთა სოციალური დაცვის ფონდის გამგეობის წევრი.

2012 წლის 25 ივლისიდან – 2012 წლის 7 სექტემბრამდე - თბილისის „ჰელსინკის ჯგუფის“ თავმჯდომარე.

2013 წლის 25 მარტიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე იყო – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თბილისის ოფისის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფის წევრი.

2013-2015 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.

2015 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (თავისუფლად), ინგლისური (საშუალოდ).

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI