დაიბადა 1977 წლის 12 იანვარს.
1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.
2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
1998-1999 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ლაბორანტად.
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ.
2001 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის ”Court Management Associates” იურისტად.
2001-2004 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) იურისტად.
2004-2005 წლებში მუშაობდა (EUJUST THEMIS) ევრო კავშირის კანონის უზენაესობის მისია - თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში.
2005-2007 წლებში მუშაობდა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში, მრჩეველად სამართლებრივ საკითხებში.
2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ.
2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ლექტორი - შედარებითი სისხლის სამართლის კურსი.
2012 წლიდან 2013 წლამდე არის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში.
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), ფრანგული (თავისუფლად), ესპანური (კარგად), იტალიური (კარგად), გერმანული (კარგად), რუსული (კარგად).
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი