კახა წიქარიშვილი

კახა წიქარიშვილი

დაიბადა 1977 წლის 12 იანვარს.

1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.

2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

1998-1999 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ლაბორანტად.

1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ.

2001 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის  ”Court Management Associates” იურისტად.

2001-2004 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) იურისტად.

2004-2005 წლებში მუშაობდა (EUJUST THEMIS) ევრო კავშირის კანონის უზენაესობის მისია -  თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში.

2005-2007 წლებში მუშაობდა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში, მრჩეველად სამართლებრივ საკითხებში.

2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ.

2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ლექტორი - შედარებითი სისხლის სამართლის კურსი.

2012 წლიდან 2013 წლამდე არის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში.

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), ფრანგული (თავისუფლად), ესპანური (კარგად), იტალიური (კარგად), გერმანული (კარგად), რუსული (კარგად).

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI