თეა ჯუღელი

დაიბადა 1976 წლის 28 იანვარს ქ. ქუთაისში

1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2001-2005 წლებში მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიულ კონსულტანტად.

2001-2005 წლებში მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის სამართლის კათედრაზე მასწავლებლად.

2002-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ.

2005-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის, კერძო სამართლის კათედრაზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

2008-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ.

2009-2013 წლებში  მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, კერძო სამართლის მიმართულებით.

2012-2013 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მრჩეველი.

2013-2014 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

2013 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2014 წლიდან ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი.

2015 წლიდან ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

2015 წლიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ასოცირებული პროფესორი.

2015 წელს არჩეულ იქნა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები - მონოგრაფია, სტატიები.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI