წევრები

სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე.

სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.

სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. 

სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.

სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს კოლეგიის მოსამართლე წევრებისგან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია.

________________________________________________________________________________________________________________________________________

 

ამირან ძაბუნიძე - სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე

მოსამართლე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2017 წლის 24 ივნისის N12 დადგენილებით
2017 წლის 14 ივლისიდან არჩეულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარედ
სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადა ეწურება 2019 წლის 11 ივლისს

ვრცლად

 


თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2017 წლის 24 ივნისის N13 დადგენილებით
​სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადა ეწურება 2019 წლის 11 ივლისს

ვრცლად

 


ნიკოლოზ მარგველაშვილი

მოსამართლე - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია 
არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2017 წლის 24 ივნისის N14 დადგენილებით
სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადა ეწურება 2019 წლის 11 ივლისს

ვრცლად

 

ქეთევან ბექაური

არამოსამართლე წევრი
არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 12 ნოემბრის N4539-Iს დადგენილებით
სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის 12 ნოემბერს

ვრცლად

 


თეა ჯუღელი

არამოსამართლე წევრი
არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 12 ნოემბრის N4541-Iს დადგენილებით
სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის 12 ნოემბერს

ვრცლად

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI