ეკატერინე თავდუმაძე

ეკატერინე თავდუმაძე

დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს.

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა - სამართალმცოდნეობა.

1999 წელს იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს სტაჟიორი.

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის რეფერენტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის კონსულტანტად.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის უფროს კონსულტანტად.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს აპარატის სხდომის მდივანი-თანაშემწედ.

2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის სპეციალისტად.

2016-2017 წლები - საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მრჩევლი.

2018 წელი - საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI