Ekaterine Tavdumadze

Ekaterine Tavdumadze

დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს.

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა.

1999 წელს იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს სტაჟიორი.

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის რეფერენტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის კონსულტანტად.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის უფროს კონსულტანტად.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს აპარატის სხდომის მდივანი-თანაშემწედ.

2006 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის სპეციალისტად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI