სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა მოსამართლეთა ერთობის წევრებთან

სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა მოსამართლეთა ერთობის წევრებთან

2014 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა საქართველოს მოსამართლეთა ერთობის წევრებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე სადისციპლინო კოლეგიის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა საკუთარი მოსაზრებები ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სადისციპლინო კოლეგიისა და მოსამართლეთა ერთობის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის, როგორც მოქმედი, ასევე, ახალი საფუძვლები, რომელიც შესაძლებელია დაემატოს კანონს. კოლეგიის წევრებმა მოსამართლეთა ერთობას გააცნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და მოისმინეს მოსამართლეთა მოსაზრებები აღნიშნულ საფუძვლებთან დაკავშირებით. დისკუსია, ასევე, შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზღვარი დისციპლინურ გადაცდომასა და მოსამართლის შეცდომას შორის; მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, როგორც მხედველობაში მისაღები გარემოება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სპეციფიკა.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI