სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა ამერიკელ ექსპერტ მარკ ვესტთან

სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა ამერიკელ ექსპერტ მარკ ვესტთან

2013 წლის 1 და 7 ოქტომბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ჩატარდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების შეხვედრა კომუნიკაციების საკითხში ამერიკელ ექსპერტ მარკ ვესტთან.

სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა მოისმინეს ექსპერტის რჩევები და მოსაზრებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის გამჭვირვალობა, მეტი გახსნილობა მოქალაქეების მიმართ, ახლადშექმნილი ვებგვერდის ეფექტური მართვა.

ექსპერტმა მარკ ვესტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს გააცნო ამერიკული გამოცდილება დისციპლინურ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა ქცევის კომისიის ვებგვერდის მაგალითზე (http://www.cjp.ca.gov), ექსპერტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს ურჩია დისციპლინური გადაწყვეტილებების რეზიუმეების გამოქვეყნება ფართო საზოგადოებისათვის გასაგები ენით, რაც შესაძლებელს გახდის გადაწყვეტილების შინაარსის გაგებას, არამარტო იურიდიული წრეებისთვის, არამედ ნებისმიერ დაინტერესებული მოქალაქისათვის.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI