კონფერენცია თემაზე „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები, შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები“

კონფერენცია თემაზე „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები, შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები“

2016 წლის 25 თებერვალს, ევროსაბჭოს დაფინანსებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის და წევრების, მოსამართლეების, ადვოკატების, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით სასტუმრო „რუმს“-ში გაიმართა კონფერენცია თემაზე „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები, შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები“.

კონფერენციაზე განხილულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრის - ქეთევან ბექაურის და ყოფილი წევრის - კახა წიქარიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების ახლებურ ფორმულირებებს. კანონპროექტს თან ახლავს შესაბამისი განმარტებები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ვენის ფლორისდორფის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე გერჰარდ რაისნერმა, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები აღნიშნული საკითხების ირგვლივ. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების დეტალიზაცია უზრუნველყოფს ერთის მხრივ მოსამართლის მეტ დამოუკიდებლობას, მეორეს მხრივ დისციპლინური სისტემის მეტ ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით. კანონპროექტი და განმარტებები შეგიძლიათ იხილოთ სადისციპლინო კოლეგიის ვებგვერდზე. 

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI