2014 წლის 25 იანვარს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებით და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე ”მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში - არსებული პრაქტიკა და სამომავლო გამოწვევები.”
კონფერენციას ესწრებოდნენ სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები.