დაიბადა 1984 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თბილისში.
2007 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა.
2006-2007 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2007 წლიდან არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მრჩეველი.
2007 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური კურსი და ტესტური გამოცდის შედეგად მიენიჭა სერთიფიკატი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.