საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2013 წლის 16 ივნისის #11, #12 და #13 დადგენილებებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრებად არჩეულ იქნენ: მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი ტყავაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნათია ქუთათელაძე.