საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქმე №1/01-18 9 მარტი 2018 წელი
თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
წევრები: თეა ძიმისტარაშვილი, ნიკოლოზ მარგველაშვილი
მდივანი – ეკატერინე თავდუმაძე
მხარეები:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენლები: ლევან ნემსაძე, ონისე მეტრეველი
-- რაიონული სასამართლოს -- მოსამართლე -- --;
დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე -- რაიონული სასამართლოს -- მოსამართლე - -- -- მიმართ და
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ---- წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით -- -- რესპუბლიკის პროკურორის - -- -- #1188 წერილის საფუძველზე, დისციპლინური დევნის აღძვრის წინასწარი შემოწმების შედეგად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, -- რაიონული სასამართლოს მოსამართლის - -- -- მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რომლის საფუძველი გახდა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსამართლის მიერ -. -- სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეულ იქნა სსსკ-ის 513-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კერძოდ, მითითებული ნორმის საფუძველზე მოსამართლეს მსჯავრდებული (რომელსაც სასჯელის ზომა შეეცვალა პირობითი მსჯავრით) დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა დარბაზიდან მაშინ, როცა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა დატოვებულ იქნა უცვლელად. მოსამართლემ, მითითებული შეცდომის გამოსწორების მიზნით, მიღებული დადგენილება (---- წლის 15 სექტემბერი) ციხის ადმინისტრაციაში გააგზავნა ფოსტით. მას განაჩენში დარღვევის აღმოჩენისთანავე უნდა გამოესწორებინა იგი და ეზრუნა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. რეალურად -. -- ციხიდან გათავისუფლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსამართლე დაუკავშირდა ციხის ადმინისტრაციას (---- წლის 23 სექტემბერს). ამ დროისთვის განსასჯელი -. -- უკანონო პატიმრობაში იყო უკვე 14 დღის განმავლობაში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს -- წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლე -- -- მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში ზემოაღნიშნული დისციპლინური გადაცდომისათვის.
მოცემულ საქმეზე -- წლის 18 ნოემბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც -- რაიონული სასამართლოს მოსამართლე - -- -- ცნობილ იქნა ბრალეულად ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებებისგან ჩამოცილება.
სადისციპლინო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა -- რაიონული სასამართლოს მოსამართლემ - -- -- და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ადმინისტრაციული სახდელის მოხსნა.
აღნიშნულ საჩივარზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს მიერ -- წლის 27 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასარჩელო წესით, თბილისის -- რაიონულ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა -- -- და მოითხოვა სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
მითითებული სარჩელი თბილისის -- რაიონული სასამართლოს -- წლის 5 აპრილის განჩინებით გადაგზავნილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 741-ე მუხლის შესაბამისად.
-- წლის 10 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში -- რაიონული სასამართლოს მოსამართლის - -- -- მიერ შეტანილ იქნა კიდევ ერთი, დაზუსტებული საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს -- წლის 27 იანვრის და სადისციპლინო კოლეგიის -- წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 743-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო სამართლებრივი პროცედურების არსებითი დარღვევით, კერძოდ, სადისციპლინო საბჭომ -- საჩივარი განიხილა ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიეღო პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში. ამდენად, კოლეგიის სხდომაზე მონაწილე პირებს არ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვაში, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო მათ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის 11 მაისის სხდომაზე სასამართლოს მიერ მოსამართლისათვის განმარტებულ იქნა მისი ვალდებულება სასარჩელო განცხადების საჩივრად ტრანსფორმირების თაობაზე. აღნიშნული მითითების შესაბამისად, -. -- მიერ -- წლის 19 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილ იქნა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სადისციპლინო საბჭოს -- წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ გარემოებათა გამო: საჩივრის ავტორის მითითებით, სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, სახეზეა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 743-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა, საქმე განხილულია სამართლებრივი პროცედურების არსებითი დარღვევით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ და კანონის მე-2 მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტის სანქციები რადიკალურ შეუსაბამობაშია პროცესის მონაწილის, ან მესამე პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისადმი მოსამართლის მოქმედების გამო ზიანის მიყენებასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, -- რაიონული სასამართლოს მოსამართლის - -- -- საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სადისციპლინო საბჭოს.
სადისციპლინო საბჭოს -- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, -- რაიონული სასამართლოს მოსამართლის - -- -- საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული სადისციპლინო კოლეგიის -- წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში გაასაჩივრა მოსამართლე -- -- და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სადისციპლინო საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის 14 ნოემბრის განჩინებით -- რაიონული სასამართლოს მოსამართლის - -- -- საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს -- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში საჩივრის საფუძველს წარმოადგენდა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ კანონის 743-ე მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, საქმე განხილული იყო სადისციპლინო საბჭოს ისეთი შემადგენლობის მიერ, რომლის წევრი (წევრები) უნდა ჩამოცილებოდა საქმის განხილვას, აქედან გამომდინარე, საქმე განხილულ იქნა სამართლებრივი პროცედურების არსებითი დარღვევით. სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არც ერთი ამ საფუძვლით დასაბუთებული არ იყო, რამდენადაც საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა განმარტებული, რაში გამოიხატა ზემოაღნიშნული საფუძვლებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების არაკანონიერება, რაში მდგომარეობდა საბჭოს წევრების ჩამოცილების საფუძველი და საბჭოს მიერ სამართლებრივი პროცედურების არსებითი დარღვევა.
სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ მოსამართლის მიერ -- -- სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეულ იქნა სსსკ-ის 513-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა. მითითებული ნორმის საფუძველზე, მოსამართლეს მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა დარბაზიდან მაშინ, როცა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა დატოვებულ იქნა უცვლელად. გარდა ამისა, მოსამართლემ, მითითებული შეცდომის გამოსწორების მიზნით, მიღებული დადგენილება ციხის ადმინისტრაციაში გააგზავნა ფოსტით. მას განაჩენში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოესწორებინა იგი და ეზრუნა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. თუმცა, რეალურად -- ციხიდან გათავისუფლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსამართლე დაუკავშირდა ციხის. ამ დროისთვის განსასჯელი -- უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა უკვე 14 დღის განმავლობაში. ამდენად, სადისციპლინო კოლეგიამ სრულად გაიზიარა სადისციპლინო საბჭოს მსჯელობა, რომ განსასჯელისთვის მიყენებული ობიექტური ზიანი სახეზე იყო, მიუხედავად იმისა, თავად რა დამოკიდებულება ჰქონდა განსასჯელს მიყენებული ზიანის მიმართ. შესაბამისად, სახეზე იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რამაც შედეგად პირის უკანონო პატიმრობა გამოიწვია და რაც დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 2.2. მუხლის შენიშვნის დეფინიციის კონტექსტში კანონის უხეში დარღვევის სახით კვალიფიცირდებოდა.
სადისციპლინო კოლეგიამ ასევე ვერ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოტივაცია იმ ნაწილში, რომ სადისციპლინო საბჭომ, მისი მიკერძოებულობიდან და არაობიექტურობიდან გამომდინარე, არ მისცა საშუალება მოსამართლე -- -- მომზადებულიყო საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რამდენადაც სადისციპლინო საბჭომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებიდან უმოკლეს ვადაში ჩანიშნა სხდომის დღე და უზრუნველყო მასში მხარეთა მონაწილეობა, სადაც მათ სხდომის თავმჯდომარის მიერ თავიდანვე განემარტათ შუამდგომლობის აღძვრის უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, სხდომის გადადების შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ მოსამართლე -- -- მომზადებული არ იყო სხდომისთვის და სათანადოდ არ იცნობდა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას, მის მიერ დაყენებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ახსნა-განმარტებების მიცემის ეტაპზე მოსამართლე -- -- დაეთანხმა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოცემულ ძირითად გარემოებებს და არც ამ შემთხვევაში გამოუთქვამს პრეტენზია მათი არცოდნის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადისციპლინო კოლეგიამ სრულად გაიზიარა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსამართლე -- -- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევას, რისთვისაც მას მართებულად დაეკისრა დისციპლინური სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან ჩამოცილება. შესაბამისად, მისი საჩივარი იყო უსაფუძვლო და იგი დაკმაყოფილებული ვერ იქნებოდა.
-- -- 2017 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და აღნიშნა, რომ 2003 წლის 30 ოქტომბერს იგი დაინიშნა -- რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. -- წლის 18 ნოემბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს -- წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება -- -- გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში, რომელმაც ---- წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მისი საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სადისციპლინო საბჭოს. სადისციპლინო საბჭომ, თავის მხრივ, ---- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა -- -- საჩივარი და უცვლელად დატოვა სადისციპლინო კოლეგიის ---- წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. სადისციპლინო საბჭოს ---- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება -- -- მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში, რომელმაც ---- წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი და უცვლელად დატოვა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს ---- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
-- -- ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. აღნიშნულმა სასამართლომ აანაზღაურა მხოლოდ მორალური ზიანი და ხარჯები.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქმეში - „-- საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე“. „წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ---- წლის 4 აგვისტოს მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო“.
განცხადების ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის ---- წლის 18 ნოემბრისა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს ---- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, -- რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე აღდგენა და 7 წლის განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, -- -- განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით -- რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - -- -- განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის ---- წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ლევან ნემსაძემ და ონისე მეტრეველმა მოითხოვეს -- -- დისციპლინური საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე ყოფილმა მოსამართლე -- -- მხარი დაუჭირა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების მოითხოვნას - შეწყდეს დისციპლინური საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ყოფილი მოსამართლის -- -- დისციპლინური საქმის შეწყვეტის შესახებ გაზიარებული უნდა იქნეს შემდეგი სამართლებლივი საფუძვლების არსებობის გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ---- წლის 30 ოქტომბერს -- -- დაინიშნა -- რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. ---- წლის 12 ნოემბრს იგი მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში, ხოლო ---- წლის 18 ნოემბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით -- -- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 1 წელი. ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ „მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა“.
სადისციპლინო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის -- -- დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, ---- წლის 12 ნოემბრიდან გასულია კანონით დადგენილი 1-წლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან - 2004 წლიდან ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა. უფრო მეტიც, გასულია -- -- მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაც.
სადიციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ მოცემული დისციპლინური საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დაშვებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა.
სადიციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დისციპლინურ საქმეზე დაადგინა მხოლოდ პროცედურული დარღვევა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომმიუთითა, რომ საქმეში - „-- საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე“. „წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით 2005 წლის 4 აგვისტოს მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო“.
აქვე, სადისციპლინო კოლეგია მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ევროპული სასამართლოს საქმის არსებით ნაწილზე, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება, არ უმსჯელია. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში, რის გამოც მიიჩნია, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე, დაშვებას არ ექვემდებარებოდა. ამდენად, სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი დისციპლინური კუთხით მხოლოდ პროცედურულ ნაწილში.
მოცემულ საქმეზე, სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით გასულია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადები, კერძოდ, მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის გასულია კანონით დადგენილი როგორც 1-წლიანი, ისე საერთო ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადებიც. შესაბამისად -- -- მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის ვადების გასვლის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის საფუზვლით.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ა’’ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე
წევრები:
თეა ძიმისტარაშვილი
ნიკოლოზ მარგველაშვილი