საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
№1/01-17
თბილისი 21 აპრილი 2017წ.
საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე |
– |
გიორგი ტყავაძე |
წევრები: |
|
ქეთევან ბექაური |
|
|
თეა ჯუღელი
|
მდივანი |
|
ეკატერინე თავდუმაძე |
|
|
|
მხარეები:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ვალერიან გავაშელი, იოსებ ვარძელაშვილი, ნინო გიორგაძე და არჩილ კოჭლამაზაშვილი;
-- -- სასამართლოს მოსამართლე -- --;
დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე -- -- სასამართლოს მოსამართლე -- მიმართ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ - -- -- (№-, 20.02.2015); -- -- (№-, 23.03.15); -- -- (№-, 25.03.15; №-, 2.06.15); -- -- (№-, 08.06.15; №-, 27.08.15); -- -- (№-, 24.07.15); -- -- (№-, 30.07.15); -- -- (№-, 30.07.15); -- -- (№-, 14.09.15; №-, 15.09.15); -- -- (№-, 28.09.15); -- -- (№-, 9.10.15; №-, 02.03.16); -- -- (№-, 07.12.15); -- -- (№-, 07.03.16); -- -- (№-, 11.12.15); -- -- (№-, 20.01.16); -- -- (#-, 14.01.16; #-, 08.01.16; #-, 17.02.16) საქართველოს -- -- -- -- №2232-ო და №- საჩივრების საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება ---- სასამართლოს მოსამართლე -- -- მიმართ.
,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად, მოსამართლე -- -- მიცემულ იქნეს დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომათა _ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისა და მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ჩადენის გამო.
მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენი მსჯავრდებულს გადაეცა 2014 წლის 23 იანვარს, უნდა ჩაბარებოდა 2013 წლის 4 ნოემბრამდე, ე.ი. გადაეცა 2 თვისა და 19 დღის შემდეგ;
სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა 2015 წლის 3 თებერვალს. განაჩენის გამოტანიდან 1 წლის, 3 თვის და 13 დღის შემდეგ;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, გამართლდა. -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენის ასლი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2014 წლის 15 ოქტომბერს, უნდა გადასცემოდა 2014 წლის 27 აპრილამდე. ე.ი. გადაეცა 5 თვისა და 18 დღის დაგვიანებით.
საქმე აპელაციაში გადაიგზავნა 2015 წლის 30 ოქტომბერს, განაჩენის გამოტანიდან 1 წლის, 6 თვისა და 17 დღის შემდეგ.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
მსჯავრდებულის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენის ასლი გაეგზავნა 2015 წლის 23 იანვარს, უნდა გადასცემოდა 2014 წლის 26 ნოემბრამდე, ე.ი. გაეგზავნა 6 თვის და 28 დღის დაგვიანებით;
საქმე აპელაციაში გადაიგზავნა 2015 წლის 30 ოქტომბერს, 11 თვისა და 18 დღის შემდეგ.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. საიდანაც 2 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 4 წლით თ/აღკვეთა ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
-- -- წლის -- -- განაჩენის ასლი გადაეგზავნა 2015 წლის 19 თებერვალს, უნდა გადასცემოდა 2014 წლის 11 დეკემბრამდე, ე.ი. გადაეგზავნა 2 თვისა და 8 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
2014 წლის 27 ივნისის განაჩენი გადაეგზავნა 2014 წლის 20 ოქტომბერს, უნდა გადასცემოდა 2014 წლის 11 ივლისამდე, ე.ი. გადაეცა 3 თვის და 9 დღის დაგვიანებით;
საქმე აპელაციაში გადაიგზავნა 2015 წლის 16 აპრილს, განაჩენის გამოტანიდან 9 თვისა და 20 დღის შემდეგ.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. -- -- 2 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელი ვადა დაუდგინდა 2 წელი და 4 თვე.
2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულს გადაეგზავნა 2015 წლის 4 მარტს, უნდა ჩაბარებოდა 2014 წლის 19 ნოემბრამდე, ე.ი. გაეგზავნა 3 თვის და 14 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
2014 წლის 13 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2014 წლის 15 ოქტომბერს, უნდა გაგზავნოდა 2014 წლის 27 აპრილამდე. ე.ი. გაეგზავნა 5 თვისა და 18 დღის დაგვიანებით;
საქმე აპელაციაში გაიგზავნა 2015 წლის 30 ოქტომბერს, 1 წლის, 6 თვის და 17 დღის შემდეგ.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში და სასჯელად განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ -- --, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 11 ივნისიდან.
2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2015 წლის 4 სექტემბერს. უნდა გადაგზავნილიყო 2014 წლის 9 დეკემბრამდე, ე.ი. გაეგზავნა 8 თვისა და 26 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით -- -- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 4 წელი ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
2015 წლის 1 მაისის განაჩენი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2015 წლის 24 ივლისს, უნდა გაეგზავნათ 2015 წლის 4 მაისამდე. ე.ი. გაეგზავნა 2 თვის და 20 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენის ასლი მსჯავრდებულს გადაეგზავნა 2015 წლის 30 ოქტომბერს, უნდა გაეგზავნათ 2014 წლის 17 ნოემბრამდე. ე.ი. გაეგზავნა 11 თვის და 13 დღის დაგვიანებით;
საქმე აპელაციაში გაგზავნილ იქნა 2015 წლის 30 ოქტომბერს, განაჩენის გამოტანიდან 11 თვისა და 27 დღის შემდეგ.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა (თითოეული ეპიზოდისათვის) 4-4 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ -- -- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენის ასლი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2015 წლის 30 ოქტომბერს, უნდა გადაეგზავნათ 2014 წლის 7 ოქტომბრამდე, ე.ი გაეგზავნა 1 წლის და 23 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით, -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რისთვისაც საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულ -- --, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 8 სექტემბრიდან.
-- წლის -- -- განაჩენის ასლი ადვოკატს ჩაბარდა, ხელწერილით 2015 წლის 22 ივლისს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულს 2015 წლის 24 ივლისს, ე.ი. მხარეებს გაეგზავნათ 1 თვისა და 12 დღის დაგვიანებით.
საქმე აპელაციაში გაიგზავნა 4 თვისა და 18 დღის შემდეგ;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით დამტკიცდა -- რაიონული პროკურატურის პროკურორ -- -- და ბრალდებულ -- -- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 5 წელი.
-- წლის -- -- განაჩენის ასლი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2015 წლის 24 სექტემბერს. უნდა გაეგზავნათ 2015 წლის 5 ივნისამდე. ე.ი. გაეგზავნა 3 თვისა და 19 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 13 წლის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენი გაეგზავნა 2016 წლის 1 აპრილს, უნდა გაეგზავნათ 2015 წლის 18 სექტემბრამდე. გაიგზავნა 6 თვის და 13 დღის დაგვიანებით;
საქმე აპელაციაში გაიგზავნა 2016 წლის 28 აპრილს, განაჩენის გამოტანიდან 7 თვის და 24 დღის შემდეგ.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენი გაეგზავნა 2015 წლის 23 სექტემბერს. უნდა გაეგზავნათ 2015 წლის 07 სექტემბრამდე. მსჯავრდებულს გაეგზავნა 16 დღის დაგვიანებით;
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლებისაღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ -- -- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლისა და 6 თვის ვადით.
-- წლის -- -- განაჩენის ასლი მსჯავრდებულს გაეგზავნა 2016 წლის 15 თებერვალს. ე.ი. უნდა გაეგზავნათ 2015 წლის 1 აპრილამდე. გაიგზავნა 10 თვის და 15 დღის დაგვიანებით;
საქმე აპელაციაში გაიგზავნა 2016 წლის 19 თებერვალს, განაჩენის გამოტანიდან 11 თვის და 1 დღის დაგვიანებით.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით დამტკიცდა შიდა ქართლისა და -- საოლქო პროკურატურის პროკურორ -- -- და ბრალდებულ -- -- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და -- -- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 1 წელი.
მოსამართლე საქმეს იხილავდა 3 წლის, ერთი თვის და 27 დღის განმავლობაში, 2013 წლის 20 სექტემბრიდან 2016 წლის 16 ნოემბრამდე.
- -- -- სასამართლოს -- წლის -- -- განაჩენით, -- -- ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, -- -- საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
-- წლის -- -- განაჩენი მხარეებს გაეგზავნათ 2016 წლის 14 იანვარს, უნდა გაგზავნოდათ არაუგვიანეს 2015 წლის 29 ოქტომბრისა. ე.ი. გაეგზავნათ ორი თვისა და 16 დღის დაგვიანებით.
სააპელაციო საჩივარი ბრალდების მხარეს გადაეგზავნა 2016 წლის 13 იანვარს, უნდა გაგზავნოდა 2015 წლის 18 ნოემბერს. აპელაციაში საქმე გადაიგზავნა 2 თვისა და 22 დღის დაგვიანებით.
ყველა ზემოაღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებაში მოსამართლის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის, გამართლებულისა და ბრალმდებლისათვის განაჩენის გამოცხადებიდან განაჩენის ასლის არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, ხოლო რთულ საქმეებზე არუგვიანეს 14 დღის ვადაში გადაცემის შესახებ; ასევე, ერთ ეპიზოდში (----), მოსამართლემ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლი, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისას მსჯავრდებულისათვის განაჩენის ასლის 3 დღის ვადაში გადაცემის შესახებ. მოსამართლე -- -- მიერ ასევე დარღვეულ იქნა სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 294-ე მუხლის მოთხოვნა, 5 დღიან საპროცესო ვადაში მოწინააღმდეგე მხარისათვის სააპელაციო საჩივრის გადაგზავნის თაობაზე, რაც მოსამართლის მხრიდან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე მიუთითებს.
ასევე, მოსამართლე -- მხრიდან დარღვეულ იქნა სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის მოთხოვნა, მხარისათვის სასამართლოს სხდომის ოქმის კანონით განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში გაცნობის უზრუნველყოფის შესახებ, რაც ასევე წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას - მოსამართლის მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსამართლემ დაარღვია პატიმრობის კოდექსის 124-ე მუხლის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის სატელოფონო საუბრების განხორციელებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, რითაც არსებითად შეიბღალა მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესები.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ვალერიან გავაშელმა, იოსებ ვარძელაშვილმა, ნინო გიორგაძემ და არჩილ კოჭლამაზიშვილმა სრულად დაუჭირეს მხარი დისციპლინურ ბრალდებას.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მოსამართლე -- -- განაცხადა, რომ მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით მოხდა მსჯავრდებულთათვის განაჩენების, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში საქმეების თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაგვიანებით გაგზავნა, რაც განპირობებული იყო საქმეთა სიმრავლით.
მოსამართლე -- -- ასევე განაცხადა, რომ წლების განმავლობაში დღემდე შემადგენლობაში ჰყავს თანაშემწე, რომელიც ასევე ასრულებდა სხდომის მდივნის მოვალეობასაც. ზემოაღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოცემულ საქმეებზე განჩინების პროექტების დაგვიანებით მომზადება და აღსასრულებელ საქმეთა დაგროვება, ხოლო ძველი საქმეების მოწესრიგების შემდეგ ხდებოდა ახალ საქმეებზე ანალოგიური პრობლემების წარმოშობა. ამასთან, დამატებით სირთულეებს ქმნიდა ის გარემოებაც, რომ -- -- სასამართლოში ტექნიკური ხარვეზების გამო, სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ ხორციელდებოდა სასამართლო სხდომის ოქმის ელექტრონული ფორმით ფიქსაცია, რაც იწვევდა თანაშემწის მიერ სხდომის ოქმის ხელით წარმოებას. შესაბამისად ვერ ხერხდებოდა ოქმის დროულად მომზადება, რაც ხელს უშლიდა განაჩენის პროექტის შედგენას და საბოლოოდ საქმის მოწესრიგებას. აღნიშნულმა განაპირობა განაჩენის მხარეებისათვის გადაგზავნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევა, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში საქმეების თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა. ამასთან, მოსამართლის შეფასებით, აღნიშნული საპროცესო დარღვევით მსჯავრდებულებს არ შეზღუდვიათ განაჩენის გასაჩივრების უფლება.
რაც შეეხება -- -- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ( -- -- ეპიზოდი ) მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას, ვინაიდან -- -- სისხლის სამართლის საქმე -- -- სასამართლოში შევიდა -- წლის -- სექტემბერს. საქმე იყო არასაპატიმრო, არსებითი განხილვის სასამართლო სხდომა ოცდაცამეტჯერ გადაიდო და გადადების საფუძველს წარმოადგენდა პროკურორების შუამდგომლობები მოწმეთა წარმოუდგენლობის გამო სასამართლო სხდომების გადადების თაობაზე. ასევე შუამდგომლობები საქმის მასალების გაცნობის მოტივით სასამართლო სხდომების გადადების თაობაზე, ვინაიდან საქმეზე არაერთხელ შეიცვალა ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი. გარდა აღნიშნულისა, მოსამართლემ კოლეგიის სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულ მოწმეთა დაკითხვას სასამართლო სხდომაზე ითხოვდა როგორც ბრალდების მხარე, ასევე, თავად ბრალდებულებიც. ხოლო კანონმდებლობით მას სხვა ბერკეტი არ გააჩნდა.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად სცნო დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში“.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, სასამართლოს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის ვადების დარღვევის ეპიზოდებთან დაკავშირებით (18 ეპიზოდი) აღნიშნავს, რომ სასამართლოში განსახილველ საქმეთა სიმრავლემ რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს განაჩენის ( გადაწყვეტილების ) მომზადების ვადის დარღვევა ან ზემდგომ ინსტანციაში საქმის დროული გადაგზავნა ისე, რომ მოსამართლეს ამაში ბრალი არ მიუძღოდეს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია მიიჩნევს, რომ განაჩენის 5-6 თვის (ან მეტი ვადის) დაგვიანებით მომზადება და მხარისთვის გადაცემა, ასევე ზემდგომ ინსტანციაში საქმის 5-6 თვის (ან მეტი ვადის) დაგვიანებით გადაგზავნა წარმოადგენს მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას, ვინაიდან აღნიშნული სცდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი გონივრული ვადის ფარგლებს.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, ასევე, განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე პროცესის მონაწილე მხარეებისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრულ ვადებში განაჩენის გადაცემა და ასევე, ზემდგომ ინსტანციაში საქმის დროული გადაგზავნა მოსამართლის პირდაპირი მოვალეობაა და ამ მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6-ე მუხლით აღიარებული საქმის სამართლიანი და გონივრულ ვადაში გადაწყვეტის უფლების დარღვევას. რაც შეეხება ევროპის სასამართლო პრაქტიკას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, Fejde v. Sweden, 1991, მიუთითა, რომ „მართალია, თავისთავად 6-ე მუხლი არ აღიარებს გასაჩივრების უფლებას, მაგრამ სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ თუ კი ადგილობრივი კანონმდებლობა პირს აძლევს ამ უფლებას, სისხლის ან/და სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, 6-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის ისე გასაჩივრების ეტაპებზე“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსამართლემ ერთ ეპიზოდში ( -- -- ) ასევე, დაარღვია პატიმრობის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა და არ გასცა ნებართვა მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრების განხორციელების შესახებ, რითაც მსჯავრდებულს შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლება.
სადისციპლინო კოლეგიას ასევე მიაჩნია, რომ მოსამართლე -- -- ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულისათვის ( -- -- ეპიზოდი ) სასამართლო სხდომის ოქმებისა და სტენოგრაფიული ჩანაწერების სრულყოფილად და გონივრულ ვადაში გადაცემა, აღნიშნული დოკუმენტები მხარეს გადაეცა ორი თვის დაგვიანებით, რითაც დაირღვა სსსკ 195-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სადისციპლინო კოლეგია ასევე განმარტავს, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თითოეული მოსამართლე მოქმედებს, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების სახელით. თითოეული მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედება ზეგავლენას ახდენს სასამართლო სისტემის პრესტიჟზე, რაც პირდაპირ აისახება სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ყველა მოსამართლემ უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს, რომ მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე თითოეული მათგანის საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოების მუდმივი, ლეგიტიმური ინტერესის საგანს. ამიტომ, მოსამართლე უნდა ზრუნავდეს მთლიანად სასამართლო ხელისუფლების პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების რწმენის დამკვიდრებასა და ამაღლებაზე. თითოეული მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს არა მხოლოდ საკუთარ, როგორც ცალკე აღებული მოსამართლისა და პიროვნების ავტორიტეტსა და პრესტიჟს, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.
სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, საქმის განხილვის გაჭიანურების ეპიზოდთან ( -- -- ) განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არის უაღრესად საფრთხილო და მნიშვნელოვანი საკითხი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შეიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების პოტენციურ საფრთხეს, ამიტომ ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს ზუსტად უნდა დადგინდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და შესაბამისად, განისაზღვროს დისციპლინური სახდელი, კერძოდ მოსამართლეს დისციპლინური სახდელი ეკისრება თუ დადასტურდა მიეს მიერ იმ ქმედების ბრალეულად ჩადენა, რომელიც წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსამართლე -- -- მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას, არამედ აღნიშნული განპირობებული იყო შემდეგ ობიექტურ და ფაქტობრივ გარემოებებით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში, ხოლო ამავე კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის ან გადადების შესახებ. ამავე მუხლის თანახმად, „ მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე “.
როგორც საქმეში არსებული მასალებიდან, ისე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მოსამართლის განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული საქმე არ წარმოადგენდა საპატიმრო საქმეს, ანუ მსჯავრდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით არ ჰქონდათ შეფარდებული პატიმრობა. მოცემული საქმის განხილვა ყველა ჯერზე გადადებული იქნა საქმეში მონაწილე პროკურორების შუამდგომლობით, მოწმეთა წარმოუდგენლობის გამო, ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეზე არაერთხელ შეიცვალა ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი, ხოლო თითოეული მათგანი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა საქმის გაცნობის შესახებ გონივრული ვადის გამოყოფას. სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო თავად ბრალდებულების და მათი ადვოკატების საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოწმეთა წარმოდგენისა და დაკითხვის შესახებ შუამდგომლობას მხარს უჭერდა, როგორც ბრალდების მხარე ასევე დაცვის მხარეც, ხოლო მოწმეთა იძულებითი მოყვანის შესახებ სასამართლოს წინაშე მხარეების მიერ შუამდგომლობა არ დაყენებულა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის მიერ კოლეგიის სხდომაზე წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით იმ პერიოდში ადგილი ჰქონდა მოსამართლის გადატვირთულობას (-- წელს განიხილა 783 საქმე, -- წელს 524 საქმე, -- წელს 480 საქმე ). მოსამართლეს საქმე არცერთ ეტაპზე არ დაუტოვებია უმოქმედოდ, ანუ გარკვეული საპროცესო მოქმედების ჩატარების გარეშე. საქმის განხილვის გადადებით არ შებღალულა პროცესის მონაწილე მხარეთა უფლებები და საქმის განხილვის გაჭიანურება არ იყო გამოწვეული მოსამართლის ბრალით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით -- -- სასამართლოს მოსამართლე -- -- უნდა გამართლდეს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიუთითებს ევროპის ქვეყნების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკაზეც ( იხ. საფრანგეთის მაგისტრატურის საბჭოს გადაწყვეტილება №081 1994 წელი, http://dcj.court.ge/uploads/kvlevebi/Researches/csmsummariesFRANCE.pdf ) . სადაც, მოსამართლეს საქმეები უმოძრაოდ ჰქონდა წლების განმავლობაში, ასევე, მოსამართლემ 9-10 დღე უკანონო პატიმრობაში ამყოფა ბრალდებულები, ასევე, არ გააგრძელა პატიმრობის ვადები და საბჭომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსამართლის დატვირთვა იყო გონივრული, ვინაიდან მას არ ჰქონია 100 საქმე წარმოებაში; ასევე საქმე №139-2005 წელი, რომელ საქმეზეც სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა მნიშვნელოვანი გაჭიანურება, კერძოდ, მხარეთა კამათიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე გასული იყო 1 ( ერთ ) წელზე მეტი.
რაც შეეხება საზღვარგარეთის კანონმდებლობას, ხშირ შემთხვევაში საქმის წარმოების გაჭიანურება თავისთავად არ წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, თუ ეს არ არის არასაპატიო ( მაკედონია, სერბეთი, რუმინეთი, ესპანეთი ), ან გაუმართლებელი ( ბოსნია ), ან უსაფუძვლო ( ბულგარეთი ), ან განმეორებითი ( ესპანეთი, ბოსნია, რუმინეთი ), ან სისტემატიური ( ბულგარეთი ), ან თუ ამას შედეგად არ მოჰყვება მხარეთა კონსტიტუციური უფლებების ან მართლმსაჯულების ინტერესების რეალური ან პოტენციური ხელყოფა ( ალბანეთი ), ( იხილეთ -http://dcj.court.ge/uploads/kvlevebi/Researches/groundsfordisciplinaryFebruary2015.pdf, ).
დისციპლინური სახდელის შერჩევისას საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი და მორალური რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, რაოდენობა და მიიჩნია, რომ -- -- სასამართლოს მოსამართლე -- -- უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – შენიშვნა;
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე, 45-ე, 47-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“’ ქვეპუნქტით, 53-ე, 54-ე, 541, 57-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
თავმჯდომარე |
|
გიორგი ტყავაძე |
|
||
წევრები: |
|
ქეთევან ბექაური |
|
|
თეა ჯუღელი |
|
|
|