სადისციპლინო კოლეგიის 2012 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება 1/02-12

 

 

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

             

 

საქმე №1/02-12

26 ოქტომბერი, 2012 წ.

თბილისი

 

საქართველოს  საერთო  სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე -  ლაშა კალანდაძე

     წევრები:    მამია ფხაკაძე

                                გიორგი შავლიაშვილი

 

მდივანი – ეკატერინე თავდუმაძე

 

მხარეები:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი __________ __________;

__________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ და __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________;

 

დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ და __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________  მიმართ და

 

         :

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამავე საბჭოს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის (რეგისტრაციის ნომერი №____) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ და __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________  მიმართ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ და __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიეცნენ დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება – ჩადენისათვის.

მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

__________ __________ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში იმყოფებოდა __________ __________ სააპელაციო საჩივარი (წარმომადგენელი – __________ __________), მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების (№____) ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 სასამართლოს (თავმჯდომარე – __________ __________, მოსამართლეები - __________ __________, __________ __________) 2009 წლის 18 მარტის სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იმავე დღეს გადაეცა ადვოკატ __________ __________, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა 2009 წლის 14 ნოემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე და გზავნილების ჩაბარების შეტყობინების ბარათის თანახმად, ჩაჰბარდა მის ნათესავს. გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

საქმეში არსებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და  მე-3 პუნქტებში მითითებულია, რომ:

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრძანება და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი;

3. აუნაზღაურდეს __________ __________ იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე.

სასამართლოს მიერ მომზადებული დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის  (ს.ფ. 21) მე-2 და მე-3 პუნქტები არ შეესაბამება საქმეში არსებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის (ს.ფ. 13,14) შესაბამის პუნქტებს და განსხვავდება მათგან.

კერძოდ, საქმეში არსებული __________ __________ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში, საქმეში არსებული სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი პუნქტებისაგან განსხვავებით, მითითებულია, რომ:

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. __________ __________ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---- ბრძანება და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

საქმის მასალების მიხედვით, __________ __________ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მოსამართლეები – __________ __________, __________ __________, __________ __________) 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეცვლილია ამავე დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და ფაქტობრივად საქმეზე არსებობდა გადაწყვეტილების ორი განსხვავებული ვერსია, კერძოდ: დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დამატებულია  ბრძანების ნომერი (№____), ასევე მითითება: ,,გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. __________ __________ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და სიტყვები - ,,სადაო საკითხის გადაუწყვეტლად“ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული არსებით გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, განსხვავებით გადაწყვეტილების მეორე სარეზოლუციო ნაწილისაგან, უკვე აღარ არის მითითება __________ __________ ახალი აქტის გამოცემამდე განაცდურის ანაზღაურების შესახებ, კერძოდ, ამოღებულია მე-3 პუნქტის მითითება, რომ - “3. აუნაზღაურდეს __________ __________ იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე”. აღნიშნული კი პირდაპირ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგზე და ზიანს აყენებს მხარის ინტერესებს.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა __________ __________ სრულად დაუჭირა მხარი დისციპლინურ ბრალდებას და მოითხოვა მოსამართლეების _ __________ __________ და __________ __________ მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენილად ცნობა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად მიიჩნია დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, „...ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად, არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეში არის __________ __________ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტით დათარიღებული ორი გადაწყვეტილება განსხვავებული სარეზოლუციო ნაწილებით, კერძოდ: 2009 წლის 18 მარტს მხარისათვის გადაცემული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და  მე-3 პუნქტებში მითითებულია, რომ:

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრძანება და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი;

3. აუნაზღაურდეს __________ __________ იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე.

ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების (რომელიც მხარეს გაეგზავნა 2009 წლის 14 ნოემბერს) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. __________ __________ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №____ ბრძანება და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ 2009 წლის 18 მარტს მხარისათვის გადაცემული გადაწყვეტილების და სასამართლოს მიერ შემდგომ მომზადებული დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილები არ უნდა იყოს განსხვავებული და ისინი სრულად უნდა შეესაბამებოდნენ ერთმანეთს. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებათა სარეზოლუციო ნაწილები არ არის იდენტური და განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ: დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დამატებულია:

1. ბრძანების ნომერი - №____

2. მითითება - ,,გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;“

3. მითითება - „__________ __________ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;“

4. სიტყვები - ,,სადაო საკითხის გადაუწყვეტლად“ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

ხოლო ამავე დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღარ არის მითითება: „აუნაზღაურდეს __________ __________ იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლეებმა _ __________ __________ და __________ __________ უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა, კერძოდ: მოსამართლეები ვალდებულნი იყვნენ, დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოეყალიბებინათ მანამდე მხარისათვის ჩაბარებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად.

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და არც დღის წესრიგში დამდგარა უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ  2012 წლის 18 ოქტომბერს სასამართლომ თავისი ინიციატივით მიიღო განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ და 2009 წლის 18 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოაყალიბა შემდეგი რედაქციით:

  1. __________ __________ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
  2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
  3. __________ __________ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
  4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №____ ბრძანება და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი;
  5. აუნაზღაურდეს __________ __________ იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ, მართალია, 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა 2009 წლის 18 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამართლეების  _ __________ __________ და __________ __________ ქმედებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა, რაც წარმოადგენს ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – საყვედური; ასევე, __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – საყვედური.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე, 47-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 29-ე, 53-ე, 57-ე მუხლებით და

 

:

 

1. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ცნობილ იქნეს ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების – ჩადენისათვის და დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – საყვედური;

2. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ცნობილ იქნეს ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების – ჩადენისათვის და დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – საყვედური;

3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებსა და ორგანოებს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

 

 

     თავმჯდომარე       ლ. კალანდაძე

     

            წევრები:       მ. ფხაკაძე

 

                                გ. შავლიაშვილი

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI