სადისციპლინო კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება 1/02-11

 

 

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

             

 

საქმე №1/02-11

2 აგვისტო, 2012 წ.

თბილისი

 

საქართველოს  საერთო  სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე -  ლაშა კალანდაძე

     წევრები:    მამია ფხაკაძე

                                გიორგი შავლიაშვილი

 

მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა დისციპლინური საქმე __________ __________ მიმართ და

 

:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, __________ __________ და __________ __________ წარმომადგენელ __________ __________ განცხადების (რეგისტრაციის ნომერი №____) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე __________ __________ მიმართ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე __________ __________ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა – ჩადენისათვის.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე __________ __________ ამოირიცხა რეზერვიდან და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/210-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დისციპლინური საქმის წარმოება __________ __________ მიმართ უნდა შეწყდეს, ვინაიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 57-ე მუხლით და

 

:

 

1. შეწყდეს დისციპლინური საქმის წარმოება __________ __________ მიმართ;

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებს და ორგანოებს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

 

 

     თავმჯდომარე       ლ. კალანდაძე

     

            წევრები:       მ. ფხაკაძე

 

                                გ. შავლიაშვილი

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI