სადისციპლინო კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება 1/01-11

 

 

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

 

საქმე №1/01-11

2 აგვისტო, 2012 წ.

თბილისი

 

საქართველოს  საერთო  სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე -  ლაშა კალანდაძე

     წევრები:    მამია ფხაკაძე

                                გიორგი შავლიაშვილი

 

მდივანი – ირაკლი გვარამაძე

 

მხარეები:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი __________ __________;

__________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ;

 

დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიმართ და

 

:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოქალაქე __________ __________ საჩივრის (რეგისტრაციის ნომერი №____) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიმართ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება – ჩადენისათვის.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

2010 წლის 28 იანვარს __________ __________ სასარჩელო განცხადებით მიმართა __________ __________ სასამართლოს მოპასუხე __________ __________ მიმართ სამკვიდრო ქონების ნატურით გაყოფის, უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი წილის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ 2010 წლის 1 მარტის განჩინებით, ხარვეზის შევსების შედეგად, __________ __________ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2010 წლის 22 მარტის განჩინებით – საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2010 წლის 1 აპრილისათვის.

2010 წლის 1 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლე __________ __________ შესთავაზა მხარეებს საქმის მორიგებით დამთავრება, რასაც დაეთანხმა ორივე მხარე. იმავე სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა __________ __________, ხოლო სასამართლო სხდომა გადაიდო 2010 წლის 16 აპრილისათვის. 16 აპრილის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე მორიგების პირობების დაზუსტების მიზნით. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სასამართლო სხდომა გადაიდო. მომდევნო სასამართლო სხდომა შედგა 2010 წლის 13 მაისს, რომელზეც, იმის გამო, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მოსამართლე __________ __________ საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

2010 წლის 27 მაისს მოპასუხის წარმომადგენელმა __________ __________ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელსაც თან ერთვოდა __________ __________, __________ __________ და __________ __________ შორის 2010 წლის 26 მაისს შედგენილი მორიგების აქტი და მოითხოვა აღნიშნული აქტის დამტკიცება. მოსამართლე __________ __________ 2010 წლის 27 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით – დამტკიცდა ზემოაღნიშნული მორიგების აქტი.

2010 წლის 14 სექტემბერს __________ __________ სასამართლოს მიმართა განცხადებით 2010 წლის 11 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. მოსამართლე __________ __________ 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება, ასევე, 2010 წლის 11 ივნისის განჩინება __________ __________ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და საქმე გადაიგზავნა __________ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვისას მოსამართლე __________ __________ დაარღვია:

  1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, „განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად.“
  2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი, რომლის  თანახმად, „სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.“ საქმე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადაიგზავნა კერძო საჩივრის შეტანიდან 2 თვისა და 25 დღის შემდეგ.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა __________ __________ სრულად დაუჭირა მხარი დისციპლინურ ბრალდებას და მოითხოვა მოსამართლე __________ __________ მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენილად ცნობა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად მიიჩნია დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, „...ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად.“

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, „მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან.“

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლე __________ __________ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ: მოსამართლე ვალდებული იყო, განჩინება მოემზადებინა და მხარისათვის გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში, ასევე, განჩინების ასლის მოთხოვნის განცხადების შემოტანიდან 3 დღის ვადაში მხარისათვის გადაეცა აღნიშნული განჩინების ასლი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, „კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.“

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, „კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.“

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.“

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი, მისი მიღებიდან  5 დღის ვადაში, საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაგზავნოდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ მოსამართლის ქმედებებს უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია, კერძოდ: მხარეების  უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ზიანი არ მისდგომია. ასევე, მოსამართლის აღნიშნულ გადაცდომებს ხელი არ შეუშლია და არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, რაოდენობა და დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო მიზანშეუწონლად ჩათვალა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება  – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე, 47-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 51-ე მუხლით, 54-ე მუხლის პირველი პუნქტით, 57-ე მუხლით და

 

:

 

1. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ცნობილ იქნეს ბრალეულად ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება – ჩადენისათვის  და დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებსა და ორგანოებს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

 

 

     თავმჯდომარე       ლ. კალანდაძე

     

            წევრები:       მ. ფხაკაძე

 

                                გ. შავლიაშვილი

 

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI