რრრრრრრრრრრ (eng)

საქმე  #დს-შ/1-16                                                                                     18 მარტი, 2016  წელი

ქ. თბილისი მიღების ადგილი

 

 

საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  სადისციპლინო  პალატა შემადგენლობა:

 

 

მაია  ვაჩაძე  (თავმჯდომარე), მოსამართლეები: ვასილ  როინიშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ  სხირტლაძე

 

 

სხდომის მდივანი  -  მ. გ-ა;

 

 

საჩივრების ავტორები - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლ. მ-ე და მისი ადვოკატები: ა. ჩ-ი და დ. ხ-ე;

 

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წარმომადგენლები - ვ. გ-ი, ი. ვ-ი;

 

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის #1/01/15 გადაწყვეტილება.

 

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი   ნ ა  წ ი ლ ი:

 

 

საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2015  წლის  27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს  კანონის  მე-15 და მე-16  მუხლების  შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ლ. მ-ე  მიცემულ  იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში   ზემოაღნიშნული   კანონის   მე-2  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  დისციპლინური  გადაცდომის  _ სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევის გამო.

 

 

დისციპლინურ      პასუხისგებაში      მიცემის      საფუძველი      გახდა      შემდეგი

ფაქტობრივი   გარემოებები: 2015  წლის  6  ოქტომბერს  თბილისის  საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების - მ. ს-ის, გ. უ-ს, ი. მ-ის, ზ. ა-სა და დ. კ-ის სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე   ლ.   მ-ის   აცილების   შესახებ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (მოსამართლეები: ლ. ო-ი, მ. ქ-ი) 2015  წლის

6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსამართლე ლ. მ-ე აცილებულ იქნა საქმის განხილვისაგან.

სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა მოსამართლე ლ. მ-ის აცილების თაობაზე შუამდგომლობის პრეზენტაციის  ფორმით  დაყენების  შესახებ.  სხდომის  თავმჯდომარემ  უარი განაცხადა შუამდგომლობის ამ ფორმით დაყენებაზე, რა დროსაც მოხდა შეკამათება დაცვის მხარესა და სხდომის თავმჯდომარეს შორის. მოსამართლე ლ. მ-ემ შემდეგნაირად მიმართა დაცვის მხარეს: „მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ,  რომ  თქვენი  იურიდიული  აზროვნება  რაღაც  ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ. არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (მოსამართლეები - ლ. ო-ი, მ. ქ-ი) 2015 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით წარდგენის თაობაზე, რის შემდეგაც მოსამართლე ლ. მ-მ გააკეთა განმარტება: „მე მაშფოთებს ის პრეცედენტი, რაც ჩვენ ეხლა შევქმენით. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა, პირდაპირ ვამბობ, რომ მიიღეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ამ პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მოსამართლე ლ.  მს-მ საჯაროდ გამოხატა

უარყოფითი აზრი ადვოკატების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, ასევე უპატივცემულოდ მოიხსენია მოსამართლეების  - ლ. ო-სა და მ. ქ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

საერთო  სასამართლოების  მოსამართლეთა  სადისციპლინო  კოლეგიის სხდომაზე  დისციპლინური  საქმის  განხილვისას  საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა - ვ. გ-მა და ი. ვ-მა სრულად დაუჭირეს მხარი დისციპლინურ ბრალდებას.

სადისციპლინო   კოლეგიის    სხდომაზე    მოსამართლე  ლ.  მ-ე   არ    დაეთანხმა

დისციპლინურ   ბრალდებას, თუმცა  განაცხადა,  რომ  სასამართლო  სხდომაზე ადვოკატების მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი მის მიერ განცხადების გაკეთების ფაქტს, რითაც მან მოახდინა ადვოკატების პოზიციის შეფასება, რომელთაც სასამართლოს მიმართეს სხდომის თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების შესახებ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და სასამართლო სხდომის მიმდინარეობას თან ახლდა აგრესიული ფონი და უპატივცემულო დამოკიდებულება სხდომის თავმჯდომარის მიმართ. რაც

 

 

შეეხება  მოსამართლეების  მიმართ  გამოთქმულ  შეფასებას,  ეს  იყო  განსხვავებული

აზრის გამოხატვა და მას, როგორც სხდომის თავმჯდომარეს, ჰქონდა ვალდებულება საზოგადოებისათვის განემარტა საკუთარი დამოკიდებულება კოლეგების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული ქმედებით მას არ გამოუხატავს უპატივცემულობა კოლეგების მიმართ.

საქართველოს    საერთო    სასამართლოების    მოსამართლეთა    სადისციპლინო

კოლეგიის  2016  წლის  21 იანვრის  გადაწყვეტილებით  თბილისის  საქალაქო სასამართლოს   მოსამართლე   ლ.  მ-ე   ცნობილ   იქნა   ბრალეულად   „საქართველოს საერთო   სასამართლოების   მოსამართლეთა   დისციპლინური   პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ი“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  დისციპლინური გადაცდომის  ჩადენაში, რისთვისაც  მას  დაეკისრა  დისციპლინური პასუხისმგებლობა  და  სახდელი  -  საყვედური, შემდეგ  გარემოებათა  გამო:

სადისციპლინო კოლეგიამ სრულად გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებში მითითებული გარემოებები  და  განმარტა, რომ მოსამართლე  ლ. მ-ს  მიერ  დარღვეულ  იქნა საქართველოს   სამოსამართლო  ეთიკის  წესების  ნორმები. კერძოდ,  მითითებული წესების მე-6 მუხლის თანახმად, მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე, აგრეთვე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა, რომ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის

პრინციპების 1.6 მუხლის თანახმად, მოსამართლემ უნდა გამოავლინოს და განავითაროს სამოსამართლო ქცევის მაღალი სტანდარტები, რათა გაამყაროს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა სასამართლო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამავე პრინციპების 4.1 მუხლის თანახმად, მოსამართლისათვის დაუშვებელია არაკორექტული ქცევა მის თანამდებობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას. სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების კომენტარების

214-ე მუხლის თანახმად, მოსამართლემ უნდა მოთოკოს გაღიზიანება და რისხვა იმის მიუხედავად, თუ რა არის განხილვის კონკრეტული საგანი, მოსამართლის რეაქცია მშვიდი  და  მოზომილი,  გაწონასწორებული  უნდა  იყოს  მაშინაც,  თუ  ადვოკატის უხეში ქცევა მის პროვოცირებას ისახავს მიზნად. მოსამართლემ სათანადო ზომები უნდა მიიღოს დარბაზზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

აღნიშნულიდან  გამომდინარე,  სადისციპლინო  კოლეგიამ  განმარტა,  რომ  თუ

მოსამართლეს მიაჩნია, რომ პროცესის მონაწილე მხარის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოს უპატივცემულობას ან რაიმე სახის არაეთიკურ ქმედებებს, მაშინ მოსამართლე  ვალდებულია  იმოქმედოს  კანონის  შესაბამისად  და  გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ღონისძიება. ამდენად, მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება ადვოკატების მიმართ ვერ იქნება მიჩნეული დაცვის მხარის ქმედების შესატყვის პროპორციულ და ეთიკურ ქმედებად.

 

 

სადისციპლინო კოლეგიამ განმარტა, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების

განხორციელებისას თითოეული მოსამართლე მოქმედებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების სახელით. თითოეული მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედება ზეგავლენას ახდენს სასამართლო სისტემის პრესტიჟზე, რაც პირდაპირ აისახება სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მოსამართლე ვალდებულია, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე  საჯარო  გამოსვლებში  მოერიდოს  უარყოფითი  აზრის  ან  შეხედულების გამოთქმას სხვა მოსამართლის პროფესიონალიზმსა და პირად თვისებებზე. მოსამართლემ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს საკუთარი უარყოფითი აზრი სხვა კოლეგების მიმართაც, მათ შორის, ადვოკატების, ნოტარიუსების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვა თანამშრომლების მიმართ. მათი პროფსიონალიზმი და პირადი თვისებები არ წარმოადგენს მოსამართლის განსჯის საგანს.

სადისციპლინო კოლეგიის აზრით, ყოვლად დაუშვებელია მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის ან მისი გადაწყვეტილების საჯარო კრიტიკა ან უპატივცემულოდ მოხსენიება. სხვა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე აზრის გამოთქმა შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საჩივარს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაშიც აზრის გამოთქმა ხდება მხოლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო  პალატაში  კანონით  დადგენილ  ვადაში  გაასაჩივრეს  მოსამართლე ლ. მ-ს წარმომადგენლებმა - ა. ჩ-მა და დ. ხ-მ  და  მოითხოვეს  გასაჩივრებული გადაწყვეტილების  გაუქმება  და  ახალი, გამამართლებელი  გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი  საფუძვლით:

საჩივრის   ავტორთა   განმარტებით, თბილისის  საქალაქო  სასამართლოს სისხლის  სამართლის  საქმეთა  კოლეგია  იწყებდა  ყოფილ  მაღალჩინოსანთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვას. საქმის სირთულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციით საქმე იხილებოდა კოლეგიურად. სადავო განცხადებები კოლეგიის თავმჯდომარემ - ლ. მ-მ გააკეთა მას შემდეგ, რაც ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - უნდა ყოფილიყო თუ არა დაცვის მიერ შუამდგომლობის წარდგენისას გამოყენებული ტექნიკური საშუალების გამოყენების შესაძლებლობა. სსსკ-ის 193-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია,   იგი   ვალდებულია   წერილობით   ჩამოაყალიბოს   განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის გადაწყვეტილებას. აღნიშნული მუხლით დადგენილია სივრცე და მის ფარგლებში მოსამართლე უფლებამოსილია განსხვავებული აზრი ჩამოაყალიბოს არა მხოლოდ განაჩენზე, არამედ შუალედურ გადაწყვეტილებებზეც. ვინაიდან საოქმო განჩინება განაჩენისაგან განსხვავებით არ არსებობს წერილობითი ფორმით, ცხადდება პროცესზე და ფიქსირდება ოქმში, რომელიც ტექნიკური საშუალებით იწერება ელექტრონული ფორმით, განსხვავებული აზრიც უნდა დაფიქსირდეს ანალოგიურად და გამოცხადდეს. სწორედ ნორმის ამგვარი განმარტება

 

 

გახდა  მოსამართლის  მიერ  განსხვავებული  აზრის  გამოცხადების  საფუძველი  იმ

ფორმით და შინაარსით, რაც შემდგომში მისი დასჯის საფუძვლად იქნა გამოყენებული.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება  საქართველოს  უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა მოსამართლე  ლ. მს-მ და  მოითხოვა  გასაჩივრებული  გადაწყვეტილების  გაუქმება და  ახალი, გამამართლებელი  გადაწყვეტილების  მიღება, შემდეგი  საფუძვლით:

საჩივრის   ავტორის  განმარტებით, სადისციპლინო  კოლეგიამ  მას  უკანონოდ დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო   ნორმები.   კერძოდ,   საქართველოს   კონსტიტუციის   83-ე   მუხლი;

,,საქართველოს     საერთო     სასამართლოების     მოსამართლეთა     დისციპლინური

პასუხისმგებლობისა  და  დისციპლინური  სამართალწარმოების  შესახებ’’ საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, 29-30-ე, 54-ე მუხლები. ამასთან, მართლმსაჯულების ინტერესებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ განმარტა სამოსამართლო ეთიკის წესების პრეამბულით დადგენილი პრინციპები და მიზნები; მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს 2002 წლის #3 დასკვნა.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადისციპლინო კოლეგიას ,,საქართველოს საერთო   სასამართლოების   მოსამართლეთა   დისციპლინური   პასუხისმგებლობისა და  დისციპლინური  სამართალწარმოების  შესახებ’’ საქართველოს  კანონის 29-ე მუხლის თანახმად, უფლება არა აქვს გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო სამოსამართლო ეთიკის წესების მხოლოდ მე-6 მუხლი, მაგრამ სადისციპლინო კოლეგიამ მოსამართლის დისციპლინურ ბრალდებას საფუძვლად დაუდო სამოსამართლო ეთიკის წესების მე-6, მე-9, მე-12, მე-20 მუხლები და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების შესაბამისი მუხლები, რითაც აშკარად გასცდა დისციპლინური ბრალდების ფარგლებს.

საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სადისციპლინო კლეგიის მიერ ცალსახად უგულებელყოფილ იქნა ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) განმარტებები. ასევე, არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული ევროსასამართლოს პრაქტიკა.

 

 

ს  ა  მ  ო  ტ  ი  ვ  ა  ც  ი ო       ნ  ა  წ  ი  ლ  ი:

 

სადისციპლინო   პალატა   მხარეთა   ახსნა-განმარტებების   მოსმენის, საქმის მასალების  შესწავლის, საჩივრების  მოტივების  საფუძვლიანობის, სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა   და   საქმის   სასამართლო   განხილვის   შედეგად   მივიდა   იმ დასკვნამდე, რომ   მოსამართლე   ლ.  მ-სა  და  მისი  წარმომადგენლების  საჩივრები

 

 

უნდა     დაკმაყოფილდეს     ნაწილობრივ,  შესაბამისად,  საქართველოს     საერთო

სასამართლოების  მოსამართლეთა  სადისციპლინო  კოლეგიის  2016  წლის  21 იანვრის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს სახდელის დაკისრების ნაწილში და მოსამართლე  ლ. მ-ს  დაეკისროს  დისციპლინური  პასუხისმგებლობა  და  სახდელი

_ შენიშვნა, შემდეგ  გარემოებათა  გამო:

„საქართველოს  საერთო  სასამართლოების  მოსამართლეთა  დისციპლინური

პასუხისმგებლობისა   და   დისციპლინური  სამართალწარმოების   შესახებ“   კანონის

71-ე   მუხლის   შესაბამისად, გასაჩივრებული   გადაწყვეტილების   შეცვლის საფუძველს  წარმოადგენს  ის  გარემოება, რომ  საქმის  განმხილველმა  ორგანომ  “... გამოიყენა  უკანონო, უსამართლო, ან  მიზანშეუწონელი  სახდელი, ან დისციპლინური  ზემოქმედების  ღონისძიება”, რისი  დადგენის  შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მითითებულ ნაწილში შეცვალოს გასაჩივრებული  გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე  კანონის  53-ე  მუხლით დადგენილია, რომ  სადისციპლინო  კოლეგია  დისციპლინური  გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა  და  სახდელის  დაკისრების  შესახებ  გადაწყვეტილებას  იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური  გადაცდომის  ბრალეულად  ჩადენა, რაც, თავის  მხრივ, სადისციპლინო  კოლეგიას  ავალდებულებს  დაადგინოს  ამავე  კანონის  45-ე მუხლით   გათვალისწინებულ   გარემოებათა   ერთობლიობა, კერძოდ, “... ჩაიდინა თუ  არა  მოსამართლემ  ქმედება, რომლისთვისაც  მას  წარედგინა  დისციპლინური ბრალდება, ამ  კანონის  შესაბამისად  არის  თუ  არა  ეს  ქმედება  დისციპლინური გადაცდომა, ... მიუძღვის  თუ  არა  მოსამართლეს  ბრალი  დისციპლინური გადაცდომის  ჩადენაში”. ამასთან, ამავე  კანონის  54-ე  მუხლის  შესაბამისად, დადგენილია, რომ   სახდელის   ზომის   შერჩევისას  სადისციპლინო   კოლეგია ითვალისწინებს  დისციპლინური  გადაცდომის  შინაარსსა  და  სიმძიმეს, შედეგებს, რომელიც  მას  მოჰყვა  ან  შეიძლებოდა  მოჰყოლოდა, ბრალის  ხარისხსა  და მოსამართლის    პიროვნებას,  მის    საქმიან    და    მორალურ    რეპუტაციას,    ანუ ნებისმიერ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს  მოსამართლის  ბრალეული  ქმედება, ხოლო  ბრალის  ხარისხი  _ კონკრეტული სახდელის ან ზემოქმედების ღონისძიების შერჩევის წინაპირობას, ამასთან, ამ  უკანასკნელ  შემთხვევაში  კანონმდებელი  სავალდებულოდ  ადგენს ზემოაღნიშნულ ნორმაში განსაზღვრულ სხვა გარემოებათა ერთობლიობაში არსებობასაც, კერძოდ, მოსამართლის  პიროვნების, მის  მიერ  ადრე  ჩადენილი გადაცდომების, საქმიანი  და  მორალური  რეპუტაციის, ჩადენილი  გადაცდომის სიმძიმისა  და  მის  ჩადენაში  მოსამართლის  ბრალის  ხარისხის  შეფასებას.

 

 

კონკრეტულ  შემთხვევაში, სადისციპლინო  პალატა  მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული  გადაწყვეტილების  მიღებისას  სადისციპლინო  კოლეგიის  მიერ ასეთი  შეფასება  განხორციელებულ  იქნა  არასრულად, რამაც  მოსამართლეთა ქმედების  დისციპლინურ  გადაცდომად  მართებულად  კვალიფიკაციის  პირობებში,

 

 

დაკისრებული       სახდელის       მასთან       შეუსაბამობა       გამოიწვია.   ამდენად,

სადისციპლინო  პალატა  მიიჩნევს, რომ  მოსამართლისათვის  დაკისრებული სახდელის  ზომა  (საყვედური) მიზანშეუწონელია  ზემოაღნიშნული  ნორმის კონტექსტში, ამავე  ნორმით  განსაზღვრულ  ობიექტურ  გარემოებათა გავალისწინებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ოქტომბრის სხომაზე დაცვის

მხარემ სასამართლოს მიმართა მოსამართლე ლ. მ-ს აცილების თაობაზე შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ უარი განაცხადა შუამდგომლობის ამ ფორმით დაყენებაზე, რა დროსაც მოხდა შეკამათება დაცვის მხარესა და სხდომის თავმჯდომარეს შორის. მოსამართლე ლ. მ-მ შემდეგნაირად მიმართა დაცვის მხარეს: „მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ, რომ თქვენი იურიდიული აზროვნება რაღაც ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ. არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (მოსამართლეები - ლ. ო-ი, მ. ქ-ი) 2015 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით წარდგენის თაობაზე, რის შემდეგაც მოსამართლე ლ. მ-მ გააკეთა განმარტება: „მე მაშფოთებს ის პრეცედენტი, რაც ჩვენ ეხლა შევქმენით. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა, პირდაპირ ვამბობ, რომ მიიღეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ამ პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“.   სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღნიშნული  ქმედებისთვის  მომსამართლე  ლ.  მ-ს  დაეკისრა  დისციპლინური სახდელი - საყვედური. სადისციპლინო  პალატა  მიიჩნევს, რომ გადაცდომისა  და სახდელის  ურთიერთშესაბამისობის  დადგენის  გათვალისწინებით, მას  უნდა დაეკისროს  დისციპლინური პასუხისმგებლობის  უფრო  მსუბუქი  ზომა, ვიდრე საყვედური, ამასთან, კონკრეტულ  შემთხვევაში  მხედველობაში  უნდა  იქნეს მიღებული, რომ  საქმე, რომლის განხილვის დროსაც მოცემულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებული სირთულისა და რეზონანსის მქონე იყო, დარბაზში არსებობდა ხმაურიანი და დაძაბული ვითარება, ამასთან, მოსამართლე ლ. მ-ს  დღეის მდგომარეობით არა  აქვს  დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა სხვა დისციპლინური  გადაცდომისათვის, ასევე, სარგებლობს  დადებითი,  საქმიანი  და მორალური  რეპუტაციით, ხოლო  კონკრეტულ  შემთხვევაში  ის  არ უარყოფს ზემოაღნიშნულ ფაქტს, თუმცა პროცესის საჯაროობიდან და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვალა, შეფასება მიეცა ადვოკატების  ქმედებებისთვის,  ასევე,  მოსამართლეებს  შორის  აზრთა სხვადასხვაობის გამო, მიიჩნია, რომ განსხვავებული აზრი საჯაროდ უნდა დაეფიქსირებინა.

სადისციპლინო პალატა არ იზიარებს სადისციპლინო კოლეგიის პოზიციას გადაცდომისა და სახდელის ურთიერთმართებულობის თაობაზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სადისციპლინო კოლეგია დაეყრდნო სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ სხდომის მიმდინარეობისას, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე  დარბაზში დაძაბული

 

 

ვითარება       არსებობდა,       სხდომის       თავმჯდომარის       მიმართაც       გაისმოდა

შეუარცხმყოფელი  გამონათქვამები.  ამდენად,  სადისციპლინო  პალატამ  შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და სამი მნიშვნელოვანი გარემოების გათვლისწინებით, კერძოდ, ის, რომ:

1. მოცემული სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული სირთულითა და რეზონანსულობით გამოირჩეოდა და დარბაზში არსებობდა ხმაურიანი და დაძაბული ვითარება; 2. მოსამართლე ლ. მ-ს მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; 3. ასევე მას არ ჰქონდა კოლეგიურ შემადგენლობაში მუშაობის გამოცდილება, მიიჩნია, რომ სახეზეა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც დისციპლინური სახდელი - საყვედური ზედმეტად მკაცრია და იგი უნდა შეიცვალოს უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელით და მოსამართლე ლ. მ-ს დაეკისროს - შენიშვნა.

სადისციპლინო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან

დაკავშირებით,  რომ  სადისციპლინო  კოლეგია  გასცდა  ბრალდების  ფარგლებს. კერძოდ, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო სამოსამართლო ეთიკის წესების მხოლოდ მე-6 მუხლის დარღვევა მაშინ, როცა სადისციპლინო კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა ასევე სამოსამართლო ეთიკის წესების მე-9, მე-12, მე-20 მუხლები და სამოსამრთლო ქცევის ბანგალორის პრინციპების შესაბამისი ნორმები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადისციპლინო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლე ლ. მ-ე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ იქნა სამოსამართლო ეთიკის წესების მხოლოდ მე-6 მუხლის დარღვევის გამო, ხოლო სადისციპლინო კოლეგიამ ამ ნორმასთან ერთად მიუთითა სხვა ნორმებიც, რაც არ გულისხმობს დისციპლინური ბრალდების ფარგლების გაცდენას, ვინაიდან სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა მხოლოდ იმ ფაქტებთან დაკავშირებით,  რაც  მოსამართლის  დისციპლინურ  პასუხისგებაში  მიცემის საფუძველი გახდა. სადისციპლინო კოლეგიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ბრალდების ფაქტობრივი მხარე შეაფასა და დაასაბუთა სხვადასხვა ნორმათა ერთობლიობით, რაც არ გულისხმობს დისციპლინური ბრალდების ფარგლების გაცდენას.

სადისციპლინო     პალატა     დანარჩენ     ნაწილში     იზიარებს     გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას და განმარტავს, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, რის გამოც მოსამართლე  ლ.  მ-ს  მიერ  ჩადენილ  ქმედებებს   სწორად  მიეცა  დისციპლინური გადაცდომების  კვალიფიკაცია,  მაგრამ  დისციპლინური  სახდელი  მას  შეუსაბამოდ დაეკისრა.   სადისციპლინო   კოლეგიის   მიერ   ასევე,   სწორად   იქნა   გამოყენებული როგორც           ეროვნული                        კანონმდებლობა,       ისე                     საერთაშორისო                                   ნორმები     და ევროსასამართლოს პრაქტიკა.

ყოველივე    ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    სადისციპლინო    პალატა

„საქართველოს      საერთო      სასამართლოების      მოსამართლეთა      დისციპლინური

პასუხისმგებლობისა   და   დისციპლინური   სამართალწარმოების   შესახებ“ კანონის

71-ე   მუხლის  პირველი  ნაწილის   საფუძველზე, ცვლის   გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას   მოსამართლისათვის   სახდელის  დაკისრების   ნაწილში, რადგან

 

 

თვლის,  რომ     მითითებულ    ნაწილში      გასაჩივრებული     გადაწყვეტილება     არ

შეესაბამება          გადაცდომისა          და          სახდელის          ურთიერთშესაბამისობის კანონმდებლობით  დადგენილ  სტანდარტს.

 

 

ს  ა  რ  ე  ზ  ო  ლ  უ  ც  ი  ო       ნ  ა  წ  ი  ლ  ი:

 

 

სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის

„ბ“ ქვეპუნქტით, 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

 

 

გ ა   დ  ა   წ  ყ   ვ  ი  ტ  ა:

 

 

1.   მოსამართლე  ლ.  მ-სა  და  მისი  ადვოკატების  -  ა.  ჩ-სა  და  დ.  ხ-ს  საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.   შეიცვალოს       საქართველოს       საერთო       სასამართლოების       მოსამართლეთა

სადისციპლინო  კოლეგიის  2016  წლის  21  იანვრის  #1/01/15  გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების ნაწილში;

3.   თბილისის   საქალაქო    სასამართლოს    მოსამართლე   ლ.    მ-ს    დისციპლინური

სახდელის  -  საყვედურის  ნაცვლად  დაეკისროს  დისციპლინური  სახდელი  -

შენიშვნა;

4.   გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს;

5.   გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

 

 

თავმჯდომარე                                             /მაია ვაჩაძე/

 

 

 

მოსამართლეები:                                             /ვასილ როინიშვილი/

 

 

 

/ნუგზარ სხირტლაძე/

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI