Disciplinary Committee members meet with representatives of Judges Association of Georgia

Disciplinary Committee members meet with representatives of Judges Association of Georgia

2014 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან. ამ შეხვედრაზე კოლეგიის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა საკუთარი მოსაზრებები ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა მოსამართლეთა ასოციაციას გააცნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და მოისმინეს მოსამართლეთა მოსაზრებები აღნიშნულ საფუძვლებთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი საფუძვლები; დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები, რომელიც შესაძლებელია დაემატოს კანონს; ზღვარი დისციპლინურ გადაცდომასა და მოსამართლის შეცდომას შორის; მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, როგორც მხედველობაში მისაღები ფაქტორი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სპეციფიკა და ა.შ.

მოსამართლეთა ასოციაციის წევრებმა, ასევე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ქართულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს და მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები. 

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI