Disciplinary Committee members meet with representatives of Georgian Bar Association

Disciplinary Committee members meet with representatives of Georgian Bar Association

2014 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ადვოკატთა კორპუსის მოსაზრებების მოსმენა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი საფუძვლები; დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები, რომელიც შესაძლებელია დაემატოს კანონს; ზღვარი დისციპლინურ გადაცდომასა და მოსამართლის შეცდომას შორის; მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, როგორც მხედველობაში მისაღები ფაქტორი; სადისციპლინო კოლეგიის სხდომების საჯაროობა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სპეციფიკა და ა.შ.

იხილეთ სრულად

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI