2015 წლის 4 თებერვალს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი და ახალი საფუძვლების განხილვას. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს გაუზიარეს ის პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან პრაქტიკაში საჩივრის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხილვის დროს. გაიმართა აქტიური დისკუსია.
განსახილველი საკითხების მოცულობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ყველა პრობლემის სრულად და ამომწურავად განხილვა ერთ შეხვედრაზე, ამიტომ მონაწილეები შეთანხმდნენ შეხვედრის მომავალში გაგრძელების თაობაზე.