Conference on "Ways of Improving the Law on Disciplinary Liability and Disciplinary Proceedings of Judges"

Conference on

2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბეტსიში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე ”მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჯობესების გზები“.

კონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა იურიდიული წრეებისათვის და მათი შეხედულებებისა და მოსაზრებების მოსმენა.

სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრებმა კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწის მათეული ხედვა და ამ კუთხით განსახორციელებელი ცვლილებები. შეხვედრის მსვლელობის დროს გაიმართა დისკუსია. კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ქართულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან, განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებთან დაკავშირებით.

კოლეგიის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მიაწოდეს კვლევები, სადაც ასახულია 30 ქვეყნის გამოცდილება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებში.

კონფერენციას ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით.

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI